dakaruli jiSebi - povnili
პოვნილი - (ინგ. Povnila) (რუს. повнили)
სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა.
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-მოწითალოა, ოდნავ იისფერი ელფერით, ქეჩისებურადშებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეს მოწითალო ფერის, საკმაოდ შებუსული მონაცრისფრო ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალურია, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, განიერ-თაღისებური, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურიან ხერხკბილისებურია, ცალ მხარეს ამოზნექილი გვერდით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია სქლად, ქეჩისებურია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმისაა, თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 200,0 გრამს.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ან ოდნავ ოვალურია, მუქი წითელი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი. წვენი შეუფერავი. უმეტესად სამწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,2 %, მჟავიანობა 9,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 8,0-8,5 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო, საკმაოდ ჰარმონიული, ალკოჰოლის შედარებით ნაკლები შემცველობით, არატრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ვაზი საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. სოკოვანი დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყარო: რამიშვილი მ.
ავტორი: ირმა მდინარაძე.